Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სახლიდან, რომელშიც ნემცოვი ცხოვრობდა, მოხსნეს მისი მემორიალური დაფა


მოსკოვში სახლიდან, რომელშიც მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი ცხოვრობდა, მოხსნეს მისი მემორიალური დაფა. ამის შესახებ ფეისბუკში წერს აქტივისტი ტატიანა ტიხონოვიჩი, რომელიც ნემცოვის სახლთან მივიდა იქ ყვავილების მისატანად. ასევე სოციალური ქსელით, "ვკონტაქტეთი", გავრცელდა ინფორმაცია, რომ მემორიალური დაფა მოხსნეს კრემლის მომხრე რადიკალური გაერთიანების, “სერბის“ წევრებმა. ნემცოვის მემორიალური დაფა 7 სექტემბერს განთავსდა შენობაზე, სახლში მცხოვრები პირების ინიციატივით. მაგრამ მოსკოვის ხელმძღვანელობამ იმავე დღეს გამოაცხადა, რომ შესაძლოა მოახდინოს მემორიალური დაფის დემონტაჟი, რადგან მისი განთავსება არ იყო შეთანხმებული მერიასთან.

XS
SM
MD
LG