Accessibility links

თურქეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთისაგან ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემების შესასყიდად


რუსეთის "ეს-400 ტრიუმფი" ტიპის ანტისარაკეტო სისტემები მოსკოვში, 2017 წლის 9 მაისის აღლუმის დროს

თურქეთმა ხელი მოაწერა რუსეთთან კონტრაქტს ამ ქვეყნისაგან ეს-400 ტიპის ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემების შესასყიდად. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ კოჟინმა დაადასტურა ცნობა კონტრაქტის გაფორმებაზე და აღნიშნა, რომ მზადდება მისი შესრულება. კოჟინის განმარტებით, კონტრაქტისათვის მიღებული ყველა გადაწყვეტილება "ზუსტად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს". კონტრაქტი არის შეიარაღების სფეროში ანკარის ყველაზე ფართომსაშტაბიანი შეთანხმება ნატოს არაწევრ ქვეყანასთან, რის გამოც დასავლეთში გამოთქვამენ შეშფოთებას, რამდენად თავსებადია ნატოს აღჭურვილობასთან რუსეთის ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემები. პენტაგონის განცხადებით, „ზოგადად, კარგი აზრია“ ნატოს წევრი ქვეყანა ნატოელი მოკავშირეებისაგან ყიდულობდეს იარაღს, რომლის თავსებადობაც მნიშვნელოვანია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG