Accessibility links

რუსეთის 10-ზე მეტ ქალაქში ევაკუაცია განხორციელდა აფეთქებებით ანონიმური მუქარის გამო


რუსეთის 10-ზე მეტ ქალაქში აფეთქებებით ანონიმური მუქარის გამო საჭირო გახდა სკოლებიდან, სავაჭრო ცენტრებიდან, თეატრებიდან და უნივერსიტეტებიდან ადამიანების ევაკუაცია. ზოგი რეგიონული მედიასაშუალება პოლიციელების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევაკუაცია წვრთნის ფარგლებში განხორციელდა, თუმცა ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ოფიციალური პირების განმარტებით, ევაკუაციის მიზეზია ანონიმური მუქარა ბომბების აფეთქებით. როგორც იუწყებიან, ევაკუაცია განხორციელდა 13 ქალაქის, მათ შორის ჩელიაბინსკის, პერმის, ეკატერინბურგის, ნოვოსიბირსკის, ბრიანსკის, კრასნოიარსკის, ვლადივოსტოკის შენობებიდან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG