Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, 69 სამოქალაქო პირი დაიღუპა რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად


სირიელი აქტივისტების ვარაუდით, ბოლო სამ დღეში 69 სამოქალაქო პირი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა დეირ ალ-ზურის პროვინციაში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად. ეს პროვინცია აღმოსავლეთ სირიაში მდებარეობს. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, საჰაერო იერიშისას დაიბომბა სამოქალაქო პირების ბანაკები მდინარ ევფრატის დასავლეთ ნაპირზე და მდინარეში გასული ბორნები. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერ არ უპასუხია ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის თხოვნაზე. სირიის მთავრობის ჯარები, რომლებსაც რუსეთი ეხმარება და აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი მეამბოხეები ცალ-ცალკე ახორციელებენ ოპერაციებს ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ დეირ-ალ-ზუპის პროვინციაში. ნავთობით მდიდარი ეს რეგიონი ერაყის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.

XS
SM
MD
LG