Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა „უცხოეთის წარმომადგენლის“ სტატუსი მიენიჭოს „რაშა ტუდეის“ პარტნიორ ფირმას აშშ-ში


რუსეთის სახელმწიფო მაუწყებელი, „რაშა ტუდეი“ და აშშ-ის მედია იტყობინება, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მიმართა ტელეარხს თხოვნით, „უცხოეთის წარმომადგენლის“ სტატუსი გაუფორმოს კომპანიას, რომელიც მას აშშ-ში უწევს მომსახურეობას. ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ წერილით მიმართა „რაშა ტუდეის“ ამ თხოვნით, „უცხოეთის წარმომადგენლობის აქტის“ შესაბამისად, რომელიც მოითხოვს, უცხოეთის ინტერესების გამტარებელი ლობისტების და ადვოკატებისგამოვლენას. „რაშა ტუდეის“ არ დაუსახელებია, რომელ კომპანიაზეა ლაპარაკი. განაცხადა მხოლოდ, რომ ეს ფირმა მას აშშ-ში უწევს სამსახურს სატელევიზიო პროდუქციის სახით. ცნობია იუსტიციის სამინისტროს არც დაუდასტურებია, არც უარუყვია. „რაშა ტუდეის“ თანახმად, ის კონსულტაციებს მართავს თავის ადვოკატთან ამ თემაზე. ტელეარხის ვებსაიტზე,მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი,აშშ-ს ბრალად სდებს, რომრუსეთის მედიასაშუალებებთან ომი წამოიწყო.აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში, რომელიც იანვარში გავრცელდა, წერია, რომრუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა და ამ საქმეში, გამოყოფილი იყო „რაშა ტუდეი“, როგორც რუსეთის საერთაშორისო პროპაგანდისტული მთავარი არხი. ანგარიშის თანახმად, „რაშა ტუდეის“ წარმომადგენლობა აშშ-ში თავს წარმოადგენს, როგორც ადგილობრივი არხი და ცდილობს დამალოს რუსეთის მთავრობასთან თავისი იურიდიული კავშირები. ამავე ანგარიშის თანახმად, „რაშა ტუდეიმ“ ხელშეკრულება დადო ჯულიან ასანჟთან, „ვიკილიკსის“ დამაარსებელთან, რომელმაც გამოაქვეყნა „დემოკრატიული ნაციონალური კომიტეტის“ ელექტრონული ფოსტა არჩევნების პერიოდში. ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რუსეთის ტელეარხი მოექცა ყურადღების ცენტრში გამოძიებისა, რომელიც იკვლევს არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას. აშშ-ის კანონი „უცხოეთის წარმომადგენლების“ შესახებ მიიღეს მეორე მსოფლიო ომის დროს, რათა გამოევლინათ ის პირები, ვინც უცხო სახელმწიფოებისთვის მუშაობდა.

XS
SM
MD
LG