Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში განთავსებული სტრუქტურების მიერ ნაყიდი რეკლამა აქტიურად უჭერდა მხარს ტრამპის საარჩევნო პროგრამას


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

რეკლამა, რომელიც რუსეთში განთავსებულმა სტრუქტურებმა იყიდეს ფეისბუკში, და რომელიც ამერიკელი ამომრჩევლისთვის იყო განკუთვნილი, აქტიურად უჭერდა მხარს მაშინ, საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო პროგრამას, ანტიმიგრაციულ და სხვა კონსერვატორულ თემებს. ამის თაობაზე იტყობინება აშშ-ის მედია. სარეკლამო მასალა ფეისბუკმა წაშალა. სოციალური ქსელის თანახმად, მათ გააუქმა ანგარიშები, რომლებიც დაკავშირებული იყო რუსეთის ორგანიზაციებთან, რომლებიც რეკლამას უკეთებდნენ საარჩევნო კამპანიის დროს ისეთ პოლიტიკურ თემებს, როგორიც იყო ემიგრაცია და ჰომოსექსუალთა, ლესბოსელების, გეების, ბისექსუალთა და ტრანსგენდერთა საკითხები. საინტერნეტო გამოცემა „ბაზფიდი“წერს, რომ ზოგიერთი რეკლამა, რომელიც განათავსა „პეტერბურგის ტროლების ფაბრიკამ“, საეჭვო სახელის მქონე ორგანიზაციამ, რომელიც ფეისბუკში თავს წარმოადგენდა როგორც „დაცული საზღვრების“ თემი, მისი თქმით, ტრამპის მხარდაჭერასთან ერთად დასცინოდა მის კონკურენტებს და კიცხავდა მის ლიბერალ ოპონენტებს. ერთ-ერთ რეკლამაში, „ბაზფიდის“ თანახმად, მკითხველს სთხოვენ, მოიწონოს, თუ ეთანხმება ტრამპის გადაწყვეტილებას, რომ, თუ პრეზიდენტი გახდება, შეწყვიტოს თეთრ სახლში მუსლიმთა წმინდა დღის, რამადანის აღნიშვნის ხანგძლივი ტრადიცია.

XS
SM
MD
LG