Accessibility links

რუსეთი და აშშ "სტარტის" ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებას გააგრძელებენ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი

რუსეთი და აშშ ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულების გარშემო ექსპერტების დონეზე მოლაპარაკების სულ მალე განახლებას გეგმავენ. ამის თაობაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. რიაბკოვმა ეს რუსეთის სააგენტოებს განუცხადა ჰელსინკიში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, თომას შენონთან მოლაპარაკების შემდეგ. შენონი და რიაბკოვი შეთანხმდნენ, რომ 2010 წელს ხელმოწერილი, სტარტის სახელით ცნობილი დოკუმენტი,გადადების გარეშე უნდა განხორციელდეს. „ ახალი სტარტი“ ითვალისწინებს ორივე ქვეყნის ბირთვული არსენალების 1550 ქობინამდე და გამშვები სისტემების 800-მდე შემცირებას.

XS
SM
MD
LG