Accessibility links

ასტანაში სირიის გარშემო შეხვედრამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა სოჭში


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი შავი ზღვისპირა ქალაქ სოჭში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. კრემლი აადსტურებს, რომ შეხვედრა შედგა, თუმცა დეტალებს არ ავრცელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხალ ბოგდანოვმა 13 სექტემბერს, ადრე, განაცხადა, რომ ზარიფი რუსეთის ხელმძღვანელობას მოელაპარაკება სირიის კონფლიქტზე, ახლო აღმოსავლეთზე, ასევე ირანის ბირთვულ პროგრამასა და ერაყში, სპარსეთის ყურეში, ვითარებაზე. სოჭში შეხვედრის შემდეგ სირიის გარშემო მოლაპარაკების მეექვსე რაუნდი გაიმართება ასტანაში, ყაზახეთში. მისი ორგანიზატორები არიან რუსეთი, თურქეთი და ირანი. ეს მოლაპარაკება ჟენევაში გაეროს მოლაპარაკებისგან დამოუკიდებლად იმართება და მას ესწრებიან გაეროს წარგზავნილი სირიაში, ბაშარ ჯაფაარი, სირიის სამთავრობო დელეგაცია. მათთან ერთად ასტანაში ჩავლენ სირიის ოპოზიციურ ჯგუფების და აშშ-ის სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG