Accessibility links

გერმანიამ განაახლა ავღანელი მიგრანტების დეპორტაციის პროცესი


გერმანიიდან დეპორტირებული ავღანელი მიგრანტი ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში. 13 სექტემბერი

გერმანიამ გაასახლა რვა ავღანელი მოქალაქე, რომლებსაც უარი უთხრეს თავშესაფარზე. ისინი 13 სექტემბერს გააგზავნეს უკან, სამშობლოში. ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრი, იოახიმ ჰერმანი აცხადებს, რომ ავღანელები მსჯავრდებულები იყვნენ და სულ მცირე, ორი მათგანი, გაუპატიურების ბრალდებით იყო მსჯავრდებული. ავღანეთის ლტოლვითა საკითხებში უწყების წარმომადგენელმა, ასიფ აბასიმ განაცხადა, რომ სამი მათგანი - დამნაშავეა. გერმანიამ ამით განაახლა ავღანელების დეპორტირება, რაც შეჩერდა გერმანიის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ. გერმანიის ხელისუფლება ავღანეთში ასახლებს სამი კატეგორიის ავღანელებს, მათ, ვინც ტერორიზმშია ეჭვმიტანილი, მსჯავრდებულებს და იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ სურთ ნამდვილი ვინაობის გამხელა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG