Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უდალცოვი ხანმოკლე დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს


რუსეთის „მემარცხენე ფრონტის“ ყოფილი ლიდერი სერგეი უდალცოვი
რუსეთის „მემარცხენე ფრონტის“ ყოფილი ლიდერი სერგეი უდალცოვი

რუსეთის „მემარცხენე ფრონტის“ ყოფილი ლიდერი, სერგეი უდალცოვი გაათავისუფლეს მალევე მას მერე, რაც ის ერთკაციანი პიკეტის დროს დააკავეს. პიკეტი უდალცოვმა სახელმწიფო დუმის შენობასთან გამართა. მან ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ მას „პროფილაქტიკური“ საუბარი ჩაუტარეს. უდალცოვი დააკავეს ოთხშაბათს მაშინ, როცა პიკეტს მართავდა და რუსეთის „ოქტომბრის რევოლუციის“ 100 წლისთავთან დაკავშირებით ფართო ამნისტიას მოითხოვდა. ეს უდალცოვის პირველი აქცია იყო კოლონიიდან გამოსვლის, ოთხნახევარ წლიანი პატიმრობის შემდეგ. ის დამნაშავედ სცნეს ეგრეთ წოდებული, „ბოლოტნაიას საქმის“ გამო“.

XS
SM
MD
LG