Accessibility links

მოსკოვში ანონიმური სატელეფონო ზარებით მუქარის გამო 15 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა


პოლიცია წითელ მოედანზე. 13 სექტემბერი

მოსკოვში, სავაჭრო ცენტრების, სადგურების და სასწავლო ობიექტების დანაღმვის შესახებ ანონიმური სატელეფონო ზარების გამო, სულ მცირე, 15 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ინტერფაქსის თანახმად, სატელეფონო ზარები განხორციელდა ორ ათეულ ორგანიზაციაში. გავრცელებული ცნობებით, ევაკუაცია გაუკეთეს კიევის, ყაზანის, ლენინგრადის, იაროსლავის სადგურებს, ასევე სავაჭრო ცენტრებს, მსხვილ სასწავლო ობიექტებს. იტყობინებიან ასევე „წითელ მოედანზე აფეთქების მუქარის შესახებ. პოლიცია ამოწმებს დანაღმვის შესახებ ცნობების ნამდვილობას. ანონიმური სატელეფონო ზარები მუქარით ბომბების შესახებ, გასულ დღეებში განხორციელდა პერმში, ირკუტსკში, ჩელიაბინსკში, სტავროპოლში, ვლადივოსტოკში. ასაფეთქებელი მოწყობილობის მიკვლევის შესახებ ცნობა არ გავრცელებულა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG