Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია აცხადებს, რომ მისი და რუსეთის სამხედრო სწავლება არ არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს


ბელორუსია აცხადებს, რომ მისი და რუსეთის სამხედრო სწავლება „დასავლეთი 2017“ არ არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს. ფართომასშტაბიანი სწავლება, რომელიც 14 სექტემბერს იწყება და დასავლეთის შეშფოთებას იწვევს, ბელორუსიასა და დასავლეთ რუსეთში ჩატარდება. როგორც ბელორუსიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ალეჰ ვოინოვმა განაცხადა 13 სექტემბერს მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებს და უცხო ქვეყნების მთავრობებს დროულად მიაწოდეს ინფორმაცია 2017ი წლის სამხედრო სწავლებაზე - ეუთოს წესების, „ვენის დოკუმენტის“ შესაბამისად. „სწავლებაში „დასავლეთი 2017“ მონაწილე პირადი შემადგენლობის მთლიანი რაოდენობა შეადგენს, დაახლოებით, 12 700 სამხედრო მოსამსახურეს. ამასთან, ბელორუსიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სწავლებაში ჩაერთვება 10 200-მდე სამხედრო მოსამსახურე. მათ შორის - ბელორუსიის რესპუბლიკიდან 7 000-ზე ცოტა მეტი, რუსეთის ფედერაციიდან - 3000-მდე ადამიანი“ - განაცხადა ბელორუსიის წარმომადგენელმა სწავლებაზე „დასავლეთი 2017“ რომელიც 14-დან 20 სექტემბრამდე გაიმართება. დასავლელი სამხედრო ოფიციალური პირებისა და ექსპერტების ინფორმაციით, სწავლებაში სინამდვილეში შესაძლოა, მონაწილეობდეს გაცილებით მეტი, 100 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე.

XS
SM
MD
LG