Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ქალაქ ჩერნოვციში ჩავიდა


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ქალაქ ჩერნოვციში ჩავიდა. ამის შესახებ იუწყება უკრაინის ინტერნეტგამოცემა "ცენზორ.ნეტ"-ი. მისი ინფორმაციით, სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა ცენტრალურ მოედანზე ჩერნოვციში, სადაც ლვოვიდან გაემგზავრა. ადრე სააკაშვილს ნათქვამი აქვს, რომ ოთხშაბათს გაემგზავრებოდა ლვოვიდან უკრაინის „ქალაქებსა და სოფლებში“ თანამოაზრეების შესაკრებად. სააკაშვილი აპირებს ასევე, სასამართლოში იბრძოლოს უკრაინის მოქალაქეობის აღსადგენად. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას ივლისის ბოლოს ჩამოართვა მოქალაქეობა. სააკაშვილი 10 სექტემბერს გაემგზავრა პოლონეთიდან უკრაინაში. მისმა მხარდამჭერებმა შეგინის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გაარღვიეს მესაზღვრეების კორდონი და სააკაშვილმა საპასპორტო კონტროლის გარეშე შეძლო უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.

.

XS
SM
MD
LG