Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება ევროპის სასამართლოში ასაჩივრებს აზერბაიჯანში თავისი საქმიანობის შეზღუდვას


რადიო თავისუფალმა ევროპა/რადიო თავისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიმართა აზერბაიჯანში თავისი საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. რადიოს განცხადებით, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ბრალდებების გამო, თითქმის სამი წელია, ფერხდება ჟურნალისტური საქმიანობა ამ ქვეყანაში. რადიომ 13 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ივნისში მიმართა სტრასბურგში დაფუძნებულ სასამართლოს. ის იშველიებს ადამიანის უფლებების შესახებ ევროპულ კონვენციას, რომლის ხელმომწერებს შორისაც არის აზერბაიჯანი და რომელიც ითვალისწინებს გონივრულ დროში სამართლიანი სასამართლოსა და სამართლებრივი დაცვის უფლებას. 2014 წლის დეკემბერში რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროში შევიდნენ სახელმწიფოს წარმომადგენლები და ბიურო დახურეს გადასახადებთან დაკავშირებული ორი ბრალდებით, რომელთაც რადიო "უსაფუძვლოდ“ მიიჩნევს. როგორც რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი, თომას კენტი საგანგებო განცხადებაში აღნიშნავს, რადიომ ვერ მიაღწია წინსვლას აზერბაიჯანის სამართლებრივი სისტემის მეშვეობით ბრალდებებისაგან თავის დაცვის მცდელობისას და რახან ბრალდებები უსაფუძვლოა, გადაწყვიტა, მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის.

XS
SM
MD
LG