Accessibility links

მიხეილ ჯანელიძე: ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება საქართველოს აღიარების საფუძველია


მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცება საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამარჯვებად შეაფასა. „საქართველოს მოქალაქე, ქართველი პირველად გახდა გაერო-ს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარება” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. დღეს საქართველოს წარმომადგენელმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ოფიციალურად დაიკავა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობა. ორგანიზაციის 22-ე გენერალურმა ასამბლეამ, რომელიც ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარეობს, ერთხმად დაუჭირა მხარი აღმასრულებელი საბჭოს 2017 წლის 12 მაისის გადაწყვტილებას და ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG