Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი და ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების ერთობლივ პროექტზე შეთანხმდნენ


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე შეთანხმდნენ და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას, მმართველ ძალას და ვენეციის კომისიას ერთობლივ დოკუმენტს წარუდგენენ. ად,მინისტრაციის განცხადებით ამ შედეგით დასრულდა დღეს პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და პრეზიდენტის მრჩევლებს შორის გამართული შეხვედრა, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე მონაწილეობდნენ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საკონსტიტუციო რეფორმის ჩიხიდან გამოყვანის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით წამოწყებული პროცესი ერთობლივი დოკუმენტის შემუშავებით დასრულდება, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გადარჩენის შანსია.

XS
SM
MD
LG