Accessibility links

ტრამპი: ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა გაგრძელდება


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა გაგრძელდება. „კედლის, რომლის მშენებლობაც ახლა ძველი, უკვე არსებული ღობის აღდგენის ფორმით მიმდინარეობს, შენება გაგრძელდება“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ის პირად გვერდზე. მანამდე ტრამპი კონგრესს მთავრობის მუშაობის შეჩერებით დაემუქრა, თუ ის კედლის მშენებლობისთვის საჭირო 1,6 მილიარდ დოლარს არ გამოყოფს. მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებაა. მისი შექმნის შესახებ განკარგულებას ტრამპმა ხელი ჯერ კიდევ 25 იანვარს მოაწერა, კედლის სიგრძე 3 000 კილომეტრზე მეტი იქნება. ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში ამ კედლის მშენებლობის ფულს სწორედ მექსიკა გადაიხდის, მაგრამ მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება ყოველ ჯერზე პროექტში მონაწილეობაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG