Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტარტი აიღო სამხედრო სწავლებამ „დასავლეთი 2017“


რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი

14 სექტემბერს სტარტი აიღო რუსეთ-ბელორუსიის ერთობლივმა სამხედრო სწავლებამ „დასავლეთი 2017“, რომელიც ერთბაშად ჩატარდება ბელორუსიასა და დასავლეთ რუსეთში. მანევრებში„დასავლეთი 2017“ მონაწილე პირადი შემადგენლობის მთლიანი რაოდენობა შეადგენს, დაახლოებით, 12 700 სამხედრო მოსამსახურეს. ამასთან, ბელორუსიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სწავლებაში ჩაერთვება 10 200-მდე სამხედრო მოსამსახურე. მათ შორის - ბელორუსიის რესპუბლიკიდან 7 000-ზე ცოტა მეტი, რუსეთის ფედერაციიდან - 3000-მდე ადამიანი“ - განაცხადა ბელორუსიის წარმომადგენელმა. დასავლელი სამხედრო ოფიციალური პირებისა და ექსპერტების ინფორმაციით, სწავლებაში სინამდვილეში შესაძლოა, მონაწილეობდეს გაცილებით მეტი, 100 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. „სწავლების მიზანს წარმოადგენს ჩვენი პროვოცირება და ჩვენი თავდაცვით შესაძლებლობის გამოცდა, ამიტომაც არის საჭირო, რომ ძლიერები ვიყოთო“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფალონმა 10 სექტემბერს ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“-თან ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG