Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2016 წლის 21 სექტებერს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2016 წლის 21 სექტებერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი 21 სექტემბერს სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია ნიუ-იორკს 18 სექტემბერს ეწვევა. გენერალური ასამბლეის დღის წესრიგშია 172 საკითხი, მათ შორის „გაჭიანურებული კონფლიქტები სუამ-ის ქვეყნებში და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე.“ ასამბლეის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით მიმართავს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მაღალი დონის ფორუმსაც, რომელზეც საქართველო საფრანგეთისგან ერთი წლით ჩაიბარებს 75 ქვეყნისგან შემდგარი, ღია მმართველობის პარტნიორობის ორგანიზაციის თავმჯდომარეობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობითვე, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტისას გიორგი კვირიკაშვილი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც. ვიზიტი 22 სექტემბერს დასრულდება.

XS
SM
MD
LG