Accessibility links

აფეთქება მოხდა ლონდონის მეტროს ერთ-ერთ სადგურში


სპეცსამსახურების წარმომადგენლები პარსონს-გრინის მიმდებარე ტერიტორიაზე

აფეთქება მოხდა ლონდონის მეტროს სადგურში, პარსონს-გრინში. გაზეთი „მეტრო“ იუწყება, რომ დამწვრობა მიიღო რამდენიმე ადამიანმა. ბიბისის ინფორმაციით, მატარებლის ვაგონში პლასტმასის კონტეინერი აფეთქდა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მეტროს სადგური, პარსონს-გრინი პოლიციის მიერაა ბლოკირებული და ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

XS
SM
MD
LG