Accessibility links

კიევში მოკლული თემურ მახაური საქართველოში დაუკრძალავთ


სოფელი დუისი, 2012 წელი

საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, რომელიც რამდენიმე დღის წინ კიევში, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“დუისში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა, თამარ მარგოშვილმა განუცხადა, თემურ მახაური საქართველოში, სავარაუდოდ, 12 სექტემბერს ჩამოასვენეს და იმავე დღეს დაკრძალეს. „სოფელ დუისის მცხოვრებლები ადასტურებენ, რომ პაპასკირი აღნიშნულ სოფელში ჩამოასვენეს და დაკრძალეს. კვირის რომელ დღეს იყო დანამდვილებით, ვერ გეტყვით, მაგრამ, სავარაუდოდ, სამშაბათს ჩამოასვენეს და ამავე დღეს დაკრძალეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაკრძალვისას სოფელში მანქანების დიდი კოლონა შემოვიდა“, - უთხრა თამარ მარგოშვილმა სააგენტოს. კიევში აფეთქება, რომელსაც თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი ემსხვერპლა, 9 სექტემბერს მოხდა. მანამდე ის ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისე ჩეჩენთა ბატალიონის მებრძოლი იყო და უკრაინის არმიის მხარეს იბრძოდა დონბასში. როგორც იუწყებიან, მახაური მონაწილეობდა ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში. ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, თემურ მახაურს „პირად მტერს“ უწოდებდა.

XS
SM
MD
LG