Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი 18 სექტემბერს ჩავა სტრატეგიულ სწავლება „დასავლეთი 2017“-ის ზონაში


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გეგმავს 18 სექტემბერს ჩავიდეს რუსეთის ლენინგრადის რეგიონში და თვალი ადევნოს რუსეთ-ბელორუსიის ერთობლივ სწავლება „დასავლეთ 2017“-ს, რომელმაც სტრატი აიღო ხუთშაბათს. ჯერჯერობით უცნობია, გაემგზავრება თუ არა ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო დასავლეთ რუსეთში, რათა პუტინთან ერთად დააკვირდეს მანევრებს. სტრატეგიულ სამხედრო სწავლებაში,რომელიც ერთბაშად ჩატარდება ბელორუსიასა და დასავლეთ რუსეთში,მონაწილე პირადი შემადგენლობის მთლიანი რაოდენობა შეადგენს, დაახლოებით, 12 700 სამხედრო მოსამსახურეს. დასავლელი სამხედრო ოფიციალური პირებისა და ექსპერტების ინფორმაციით, სწავლებაში სინამდვილეში შესაძლოა, მონაწილეობდეს გაცილებით მეტი, 100 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. „სწავლების მიზანს წარმოადგენს ჩვენი პროვოცირება და ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობის გამოცდა, ამიტომაც არის საჭირო, რომ ძლიერები ვიყოთო“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფალონმა 10 სექტემბერს ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“-თან ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG