Accessibility links

სასამართლომ შეაჩერა დავით სააკაშვილის გაძევების საკითხი


კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ შეაჩერა მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის გაძევების საკითხი. ამის შესახებ პარტია „ახალი ძალების“ პრესსამსახური იუწყება. მათივე ინფორმაციით, სასამართლომ სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის პეჩერსკის რაიონული განყოფილების გადაწყვეტილება შეაჩერა, რომელიც 17 სექტემბრამდე დავით სააკაშვილის იძულებითი გაბრუნებას ითვალისწინებდა. ამასთან, სასამართლომ დავით სააკაშვილის სარჩელზე საქმის წარმოება დაიწყო. საქმის განხილვა 19 სექტემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG