Accessibility links

ლონდონის მეტროში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა


22-მდე გაიზარდა ლონდონის მეტროს სადგურში "პარსონს გრინში" მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, არც ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკული არ არის. ლონდონის პოლიცია აცხადებს, რომ ის "ტერორისტული ინციდენტის“ მუხლით იძიებს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე მეტროს სადგურში გაჩენილ ხანძარსა და აფეთქებას, რაც თვითნაკეთი ბომბის ამოქმედებამ გამოიწვია. ბრიტანული მედიის თანახმად, ერთ-ერთ მატარებელში აფეთქდა „თეთრი ვედრო“. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აპირებს გამართოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა. სამი თვის წინ ლონდონში ასევე მოხდა ტერაქტი. 3 ივნისს, საღამოს, ლონდონის ხიდზე, თავდამსხმელებმა რამდენიმე ფეხით მოსიარულეს დააჯახეს ავტომანქანა და ამის შემდეგ რამდენიმე ადამიანს ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობები ახლომდებარე ბარებსა და რესტორნებში. დაიღუპა შვიდი ადამიანი. მაშინ პოლიციამ სამი თავდამსხმელი მოკლა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG