Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონმა რუსეთსა და ჩინეთს მოუწოდა „მოთოკონ ჩრდილოეთ კორეა“


აშშ-მა მოუწოდა ჩინეთსა და რუსეთს, რათა მიმართონ „პირდაპირ ზომებს“, ჩრდილოეთ კორეის მოსათოკად, მას შემდეგ, რაც ფხენიანმა 15 სექტემბერს მეორედ ჩაატარა საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტის საცდელი გასროლა იაპონიის თავზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა თავისი პროვოკაციებით ემუქრება ამერიკელების მოკავშირე იაპონელ ხალხს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ტილერსონი აღნიშნავს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ფხენიანისთვის უკვე დაწესებული სანქციები არ წარმოადგენს მოქმედების ბოლო ზღვარს და მსოფლიოს სახელმწიფოებმა დამატებითი ზომები უნდა მიიღონ კიმ ჩენ ინის რეჟიმის წინააღმდეგ. რუსეთი ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების იძულებით შრომას იყენებს, ჩინეთი კი ფხენიანს ნავთობს აწვდის, - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG