Accessibility links

ავღანეთში ერთი რუმინელი სამხედრო დაიღუპა, ორი - დაიჭრა


რუმინეთის სამხედრო უწყების ცნობით, ავრანეთში ერთი რუმინელი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა 15 სექტემბერს სამხედრო პატრულზე დანაღმული ავტომობილით მომხდარი თავდასხმის შედეგად. ნატოს სარდლობით მოქმედ კოალიციაში მყოფი რუმინელი ჯარისკაცები თავდასხმის მომენტში პატრულირებას ახორციელებდნენ სამხრეთით მდებარე ყანდაარის პროვინციაში. რუმინეთს, რომელიც ნატოს წევრია 2004 წლიდან, ავღანეთში მიმდინარე სართაშორისო სამხედრო ოპერაციაში 620 ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი. 15 სექტემბერს მომხდარ თავდასხმაზე პასუხიმგებლობა აიღო ორგანიზაცია თალიბანმა, რომელიც ამტკიცებს, რომ თავდასხმაში 7 უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG