Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი, თურქეთი და ირანი შეთანხმდნენ სირიაში "დეესკალაციის ზონის" შექმნაზე


ყაზახეთი, 2017 წლის 15 სექტემბერი: სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ასტანაში
ყაზახეთი, 2017 წლის 15 სექტემბერი: სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ასტანაში

სირიის შესახებ ასტანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ინიციატორი სამი ქვეყნის, რუსეთის, თურქეთისა და ირანის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიაღწიეს შეთანხმებას სირიაში "დეესკალაციის" ზონის შესაქმნელად. რუსეთის, თურქეთისა და ირანის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ "დეესკალაციის ზონა" ექვსი თვე იმოქმედებს და მოიცავს - მთლიანად, ან ნაწილობრივ - დამასკის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებს, აგრეთვე იდლიბის, ჰომსის, ლატაკიის, ალეპოსა და ჰამის პროვინციებს. ამავე განცხადებით ექვსთვიანი ვადა მომავალში შესაძლოა, გახანგრძლივდეს.

XS
SM
MD
LG