Accessibility links

დიდ ბრიტანეთში დააკავეს ლონდონში 15 სექტემბერს მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი


დიდ ბრიტანეთში დააკავეს ლონდონში 15 სექტემბერს მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი. იგი 18 წლისაა. პოლიცია მას დაკითხვას უტარებს. ეჭვმიტანილი დააკავეს კენტში, ლონდონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 60 კილომეტრზე. მალე მას ლონდონში გადაიყვანენ. ლონდონის მეტროს სადგურ „პარსონს-გრინში“ აფეთქება მოხდა 15 სექტემბრის დილას. დაშავდა დაახლოებით 30 ადამიანი. ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“. თვითნაკეთი ბომბი სრულად არ აფეთქდა. დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე „კრიტიკულამდე“ გაზარდეს. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავდასხმას „გარდაუვალად“ მიიჩნევს. რკინიგზებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG