Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფეისბუკმა“ აშშ-ის სპეციალურ პროკურორს გაუგზავნა მონაცემები რუსეთიდან ნაყიდი რეკლამების შესახებ


კოპანია „ფეისბუკმა“ აშშ-ის სპეციალურ პროკურორს, რობერტ მიულერს, გაუგზავნა მონაცემები რეკლამის გაყიდვის თაობაზე რუსეთიდან მიღებული შეკვეთების საფუძველზე. ამის შესახებ იტყობინება „უოლ სტრიტ ჯორნალი“. გაზეთის თანახმად, გადაცემული მონაცემები მოცულობით აღემატება იმას, რაც მანამდე გადაეცა აშშ-ის კონგრესს. ახლახან „ფეისბუკში“ აღმოაჩინეს კავშირი რუსეთის „საინტერნეტო კვლევის სააგენტოსა“, რომელიც „კრემლის მომხრე ტროლების ფაბრიკად“ იწოდება, და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შორის. „ფეისბუკი“ აცხადებს, რომ იპოვეს 500 ყალბი ანგარიში და გვერდი, რომელებიც პოლიტიკურ რეკლამას ავრცელებდნენ. კომპანიის თანახმად, ეს გვერდები რუსეთიდან იმართებოდა. სპეციალისტების აზრით, შესაძლოა, „ფეისბუკი“ არ იყოს ერთადერთი სოციალური ქსელი, რომელიც თავისდა უნებურად ავრცელებდა უცხო ქვეყნის მიერ წარმოებულ პროპაგანდას.

XS
SM
MD
LG