Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ხულიგნობის მუხლით აღძრა საქმე ნიკოლაი ლიასკინზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით


ნიკოლაი ლიასკინი
ნიკოლაი ლიასკინი

რუსეთის პოლიციამ ხულიგნობის მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორზე, ნიკოლაი ლიასკინზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. პარასკევს უცნობმა პირმა ლიასკინს რამდენჯერმე ჩაარტყა თავში რკინის მილი. ლიასკინს საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაუდგინდა ტვინის შერყევა და თავის ქალისა და ტვინის დახურული ტრავმა. აქტივისტი შეეცადა, თავდასხმისთანავე გამოეძახა პოლიცია, მაგრამ უბნის ინსპექტორმა მას შესთავაზა, დამოუკიდებლად მისულიყო განყოფილებაში. თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა. კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლებმა სამძებრო კომიტეტში განცხადება შეიტანეს საზოგადოებრივი მოღვაწის მკვლელობის მცდელობის მუხლით.

XS
SM
MD
LG