Accessibility links

ჩეჩენი ქალი, რომელიც ნორვეგიაში გაქცევას ცდილობდა, არღუნის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს დაკითხვაზე


ლუიზა დუდურკაევა

ჩეჩნეთის მაცხოვრებელი ლუიზა დუდურკაევა, რომელიც ნორვეგიაში გაქცევას ცდილობდა და ბელორუსიაში იქნა დაკავებული, არღუნის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს დაკითხვაზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქცია იტყობინება ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით. წყაროს თანახმად, დუდურკაევასთან ერთად პოლიციაში წაიყვანეს მისი ოჯახის წევრებიც. არღუნის მკვიდრი ლუიზა დუდურკაევა ივნისის ბოლოს გაიქცა ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან. ამის მიზეზი გახდა მუქარები, რომლებსაც იღებდა მას შემდეგ, რაც მისი ფოტო გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში და მას თავს ესხმოდნენ შარიათისთვის შეუფერებელი ქცევისთვის. ახალგაზრდა ქალს უფლებადამცველები დაეხმარნენ და 31 აგვისტოს მან ლტოლვილის საბუთები და შენგენის ვიზა მიიღო ნორვეგიისგან. სექტემბრის დამდეგს დუდარკაევა მინსკის აეროპორტში დააკავეს. როგორც იტყობინებიან, იგი მამამისმა წაიყვანა ჩეჩნეთში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG