Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სირიის დემოკრატიული ძალები" რუსეთს ბრალს სდებს მისი პოზიციების დაბომბვაში


"სირიის დემოკრატიული ძალების" მებრძოლები
"სირიის დემოკრატიული ძალების" მებრძოლები

დაჯგუფება "სირიის დემოკრატიულმა ძალებმა", რომელსაც შეერთებული შტატები უჭერს მხარს და რომელიც ჯიჰადისტურ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის, რუსეთს ბრალი დასდო, რომ მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს მისი მეომრები სირიაში, დეირ ალ-ზორის პრივინციაში, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელი დასაყრდენია. "სირიის დემოკრატიული ძალების" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 16 სექტემბერს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მისი ექვსი მებრძოლი დაიჭრა. აშშ და რუსეთი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ სხვადასხვა ძალებს უჭერენ მხარს.

XS
SM
MD
LG