Accessibility links

ლონდონის პოლიცია ქალაქის გარეუბანში ჩხრეკას ატარებს 15 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით


ლონდონის პოლიციის ცნობით, პოლიციის სპეცდანიშნულების შეიარაღებული ქვედანაყოფი ჩხრეკას ატარებს ქალაქის გარეუბანში მდებარე სახლში. უსაფრთხოებისთვის ევაკუირებულია ხალხი მეზობელი სახლებიდან. ოპერაცია ტარდება ლონდონის მეტროში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით. ლონდონის მეტროს სადგურ „პარსონს-გრინში“ 15 სექტემბერს, დილას აფეთქება მოხდა. დაშავდა დაახლოებით 30 ადამიანი. ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“. თვითნაკეთი ბომბი სრულად არ აფეთქდა. დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე „კრიტიკულამდე“ გაზარდეს. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავდასხმას „გარდაუვლად“ მიიჩნევს. რკინიგზებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG