Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის


უკრაინის ხელისუფლება არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის. ამის შესახებ განაცხადა გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ. მან აღნიშნა, რომ ასევე არავინ აპირებს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირებას. ლუცენკოს თქმით, სანამ სააკაშვილს ქვეყანაში ცხოვრების უფლება ან რამე სხვა დოკუმენტი მოეპოვება, მისი დაკავება არ შეიძლება. ერთი კვირის წინ სააკაშვილმა მოახერდა უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა. ივლისის ბოლოს კიევმა მოქალაქეობა ჩამოართვა ექს-გუბერნატორს. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება გაამართლა იმით, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავის შესახებ არასწორი ინფორმაცია წარმოადგინა. სააკაშვილი უარყოფს ამას.

XS
SM
MD
LG