Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ მეორე პირი დააკავა ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში


დიდი ბრიტანეთის პოლიციის თანახმად, მან მეორე პირი დააკავა ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში. ლონდონის რეგიონის პოლიციამ კვირას განაცხადა, რომ 16 სექტემბერს, საღამოს, დასავლეთ ლონდონში დაპატიმრებულია 21 წლის მამაკაცი. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ მოახდინეს საცხოვრებელი სახლის ევაკუაცია სამხრეთ ინგლისის ქალაქ სანბერიში და რომ ჩხრეკას აწარმოებენ შენობაში. 16 სექტემბერსვე დააკავეს კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია აფეთქებასთან კავშირში. პოლიციის თანახმად, ეს „მნიშვნელოვანი“ მოვლენა იყო დამნაშავეთა ძებნის პროცესში. ლონდონის მეტროს სადგურ „პარსონს-გრინში“ 15 სექტემბერს, დილას აფეთქება მოხდა. დაშავდა დაახლოებით 30 ადამიანი. ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“. დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე „კრიტიკულამდე“ გაზარდეს.

XS
SM
MD
LG