Accessibility links

უკრაინის შეიარაღებული ძალების თანახმად, დონბასში აღმოჩენილია რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატი


უკრაინის შეიარაღებული ძალების თანახმად, დონბასში აღმოჩენილია რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატი. კიევის თანახმად, საფრენმა აპარატმა „ორლან-10“-მა ავარია განიცადა ტექნიკური გაუმართაობის გამო. უკრაინის არმიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სეპარატისტები ამ საფრენ აპარატს ჩვეულებრივ იყენებენ საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისთვის. როგორც ვარაუდობენ, „ორლან-10“ შეაქვთ რუსეთიდან. ერთი ასეთი აპარატის ფასი დაახლოებით 5-7 მილიონი რუბლია. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში დონბასში სეპარატისტებმა 35-ჯერ დაარღვიეს საზავო შეთანხმება. თავის მხრივ, სეპარატისტთა ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ უკრაინის არმიამ 50-ჯერ გახსნა ცეცხლი. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომში სამი წლის განმავლობაში სამი ათასზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. კიევი და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს სდებენ ბრალს სეპარატისტების მხარდაჭერაში. უკრაინის გენშტაბის თანახმად, სეპარატისტთა მხარეს რუსეთის 5 ათასამდე საკადრო სამხედრო მოსამსახურე იბრძვის. მოსკოვი ოფიციალურად უარყოფს ამ ბრალდებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG