Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკუაგდო ბრალდებები, რომ მისმა ჯარებმა იერიში მიიტანეს აშშ-ის მოკავშირე ძალებზე სირიაში


რუსეთმა უკუაგდო ბრალდებები, რომ მისმა ჯარებმა იერიში მიიტანეს აშშ-ის მოკავშირე ძალებზე სირიაში. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა 17 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა დარტყმები განახორციელა მხოლოდ იმ რაიონებში, რომლებიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეშაა. მისი თქმით, რუსეთის სამხედროებმა დეირ ალ-ზორში ოპერაციის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს შეერთებული შტატები. მანამდე აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის, განაცხადა, რომ 16 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში განახორციელეს აშშ-ის მოკავშირე დაჯგუფებაზე სირიაში. შაბათს დაჯგუფება „სირიის დემოკრატიული ძალების“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მისი ექვსი მებრძოლი დაიჭრა დეირ ალ-ზორში. აშშ და რუსეთი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ სხვადასხვა ძალებს უჭერენ მხარს.

XS
SM
MD
LG