Accessibility links

სერბიის პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩი ბელგრადის გეი აღლუმს დაესწრო


ანა ბრნაბიჩი, ბალკანეთის რეგიონის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც არ მალავს, რომ სექსუალურ უმცირესობას ეკუთვნის, და სერბიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, შეუერთდა გეი აღლუმის ათასამდე მონაწილეს ბელგრადში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სერბიის პრემიერ-მინისტრი ესწრება გეი აღლუმს, რომელზეც წარსულში ძალადობის შემთხვევები იყო. აღლუმში მონაწილეობენ ასევე შრომის მინისტრი, სახელმწიფო ადმინისტრაციის მინისტრი და ბელგრადის მერი. 41 წლის ღიად ლესბოსელი ანა ბრნაბიჩი ივნისში აირჩიეს სერბიის პრემიერ-მინისტრად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG