Accessibility links

კურტ ვოლკერის თქმით, რუსეთის გეგმა არის "ნაბიჯი წინ", მაგრამ მან არ უნდა შეუწყოს ხელი უკრაინის დანაწევრებას


კურტ ვოლკერი

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხში აშშ-ის წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა, რუსეთის წინადადებას რეგიონში გაეროს მშვიდობის დამცველთა გაგზავნის თაობაზე უწოდა „ნაბიჯი წინ“, მაგრამ თქვა, რომ ჯერ კიდევ ბევრი „წინაღობა“ არსებობს მოსკოვის მიერ წამოყენებული გეგმის განხორციელების გზაზე. მისი თქმით, გაეროს მანდატით მოქმედმა ნებისმიერმა სამშვიდობო ძალებმა არ უნდა შეუწყოს ხელი ქვეყნის დანაწევრებას. ეს განცხადება მან გააკეთა კიევში, იალტის ევროპული სტრატეგიის ყოველწლიურ კონფერენციაზე. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში გაეროს მანდატის მქონე სამშვიდობო მისიის ამოცანა უნდა იყოს მშვიდობის დამყარება და არა მისი ქვეყნის ნაწილში „რუსული ოკუპაციის“ გამყარება.

XS
SM
MD
LG