Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია იმყოფება ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2016 წლის 21 სექტებერს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2016 წლის 21 სექტებერს

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესია მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 19 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის" მაღალი დონის ფორუმში, რომელზეც საფრანგეთის პრეზიდენტისგან, ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს „ღია მმართველობის პარტნიორობის ორგანიზაციის“ თავმჯდომარეობას. ორგანიზაციას, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველო ერთი წლით უხელმძღვანელებს. 21 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე. ნიუ-იორკში ვიზიტისას გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს, დონალდ ტუსკს, გაეროს და ეუთოს გენერალურ მდივნებს, ანტონიუ გუტერეშს და ტომას გრემინგერს, მოლდავეთის პრემიერ-მინისტრს, პაველ ფილიპს და უზბეკეთის და ავღანეთის პრეზიდენტებს, შავკატ მირზოევს და აშრაფ ღანის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობითვე, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, თემაზე "გაეროს რეფორმები"და მონაწილეობას მიიღებს მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციური დაფინანსების განმტკიცების თემაზე დაგეგმილი მაღალი დონის სესიის გახსნაში. გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმებისადმი მიძღვნილ შეხვედრასაც, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბერტ კოენდერსის თანათავმჯდომარეობით გაიმართება.

XS
SM
MD
LG