Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტი ნიუ-იორკში გამოვა გაეროს რეფორმისაკენ მოწოდებით


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში დაგეგმილ შეხვედრაზე გამოვა სიტყვით, რომლითაც - წინასწარი ინფორმაციით - შეეცდება გაეროს რეფორმის გარშემო მხარდაჭერის მოპოვებას. ტრამპს ბევრჯერ ჰყავს გაკრიტიკებული ეს ორგანიზაცია და 18 სექტემბერს, ვიდრე მომდევნო დღეს პირველად მიმართავდეს 193-წევრიან გენერალურ ასამბლეას, მოსალოდნელია, რომ ისაუბრებს მოსაზრებებზე, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს გაეროს მუშაობა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დებატები 19-25 სექტემბრამდე გაიმართება. დონალდ ტრამპი ასამბლეას 19 სექტემბერს მიმართავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - 21 სექტემბერს. ხოლო 18 სექტემბრის შეხვედრას, რომელიც დონალდ ტრამპის ინიციატივით იმართება, დაესწრებიან გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და 120 ქვეყნის ლიდერები - საქმე ეხება ქვეყნებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს რეფორმის მხარდამჭერი დეკლარაციის პროექტს. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც. ვაშინგტონი, რომელზეც მოდის გაეროს დაფინანსების ყველაზე დიდი წილი, იმუქრება ამ დაფინანსების მკვეთრად შეკვეცით, რაც - გაეროს გენერალური მდივნის აზრით - „გადაუჭრელი პრობლემის“ წინ დააყენებდა მთელ ორგანიზაციას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG