Accessibility links

აზერბაიჯანში ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯეს დამოუკიდებელ ჟურნალისტს


ელჩინ ისმაილი

აზერბაიჯანში სასამართლომ ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა მთავრობის მიმართ კრიტიკული სტატიებით ცნობილ ჟურნალისტს, ელჩინ ისმაილის, რომელიც დამნაშავედ ცნო ფულის გამოძალვასა და სამსახურებრივი მდგომარეობით ბოროტად სარგებლობაში. ისმაილი ბრალდებებს უარყოფს, ხოლო მისი ადვოკატი პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ისმაილი თებერვალში დააკავეს მას შემდეგ, რაც კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელმა უჩივლა, თითქოსდა, ფულის გამოძალვის გამო. დასავლეთის მთავრობები და უფლებადამცველი ორგანიზაციები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობას ადანაშაულებენ დამოუკიდებელი მედიის, ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დევნაში. ილჰამ ალიევი, რომელიც 2003 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ მართავს აზერბაიჯანს, უარყოფს კრიტიკას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG