რუმინეთში, სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა და 67 დაშავდა 17 სექტემბერს, ძლიერი ქარიშხლის შედეგად. ქარიშხალმა მძიმედ დააზიანა სერბიისა და ხორვატიის ზოგი რაიონიც. მოგლეჯილი ხეებით ჩაიხერგა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები, სახურავები დაუზიანდა საავადმყოფოებს, სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს. ათობით დასახლება დარჩა ელექტრომომარაგების გარეშე.