Accessibility links

აზერბაიჯანმა და თურქეთმა დაიწყეს ორკვირიანი სამხედრო-საჰაერო სწავლება


ილჰამ ალიევი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი. 2015 წელი

აზერბაიჯანში დაიწყო ამ ქვეყნისა და თურქეთის ერთობლივი ორიკვირიანი სამხედრო-საჰაერო სწავლება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწავლებაში „არწივი - 2017“ მონაწილეობას მიიღებს 30 სამხედრო თვითმფრინავი და ყურადღება გამახვილდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებზე, ხმელეთზე ობიექტების განადგურებასა და სხვა მანევრებზე. სამინისტროს განმაარტებით, სამხედრო-საჰაერო სწავლება 18-დან 30 სექტემბრამდე გაგრძელდება და მას ითვალისწინებს ორი ქვეყნის ყოველწლიური სამხედრო თანამშრომლობის გეგმა. აზერბაიჯანმა ასევე 18 სექტემბერს დაიწყო თავისი სამხედრო ძალების წვრთნა 15 ათასამდე ჯარისკაცის, 150 დაჯავშნული მანქანის და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მონაწილეობით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG