Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში პროკურორი მოითხოვს პირობით პატიმრობას ჟურნალისტ მიკოლა სემენასთვის


ყირიმელი ჟურნალისტი მიკოლა სემენა
ყირიმელი ჟურნალისტი მიკოლა სემენა

ყირიმში, რომელიც უკანონოდ აქვს მიერთებული რუსეთს, პროკურორი მოითხოვს სამწლიან პირობით პატიმრობას რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომლის, ჟურნალისტ მიკოლა სემენასთვის. მას წაყენებული აქვს სეპარატიზმის ბრალდება. სემენა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. 18 სექტემბერს სასამართლოში ჟურნალისტის საქმის განხილვისას, პროკურორმა მოითხოვა მისი დამნაშავედ ცნობა და სამწლიანი პირობითი პატიმრობის შეფარდება. პროკურორმა მოითხოვა ისიც, რომ 66 წლის სემენას ასევე სამი წლით აეკრძალოს „საჯარო საქმიანობა“ - სავარაუდოდ, ჟურნალისტობის ჩათვლით. მოსალოდნელია, რომ სასამართლო 22 სექტემბერს გამოაცხადებს განაჩენს. სემენამ 18 სექტემბერს კიდევ ერთხელ თქვა, რომ უდანაშაულოა და რომ როგორც უკრაინის, ისე რუსეთის კანონები ანიჭებს აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებას. სემენასთვის წაყენებული ბრალდებები უკავშირდება სტატიას, რომელიც მან 2015 წელს დაწერა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ვებსაიტის "კრიმ.რეალიი"-სთვის. ყირიმში კრემლის მიერ დანიშნული პროკურორის აზრით, სტატია შეიცავს მოწოდებას რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ. რუსეთმა 2014 წელს მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია.

XS
SM
MD
LG