Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ გალში მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფების შეხვედრა


კახაბერ ქემოკლიძე, უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
კახაბერ ქემოკლიძე, უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

ოკუპირებულ გალში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. მის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ქართული მხარე კვლავ მოითხოვს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის გადაცემას. ქემოკლიძის ინფორმაციით, შეხვედრის დღის წესრიგშია “საზღვრის” დარღვევისთვის დაკავებულთა გათავისუფლებაც და ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის პრობლემა.

XS
SM
MD
LG