Accessibility links

საქართველო ერთი წლით უხელმძღვანელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის ორგანიზაციას“


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2016 წლის 21 სექტებერს

დღეს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართება „ღია მმართველობის პარტნიორობის" მაღალი დონის ფორუმი, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტისგან, ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს „ღია მმართველობის პარტნიორობის ორგანიზაციის“ თავმჯდომარეობას. საქართველო ერთი წლით უხელმძღვანელებს ორგანიზაციას, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს. 21 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე. 18 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში შეხვდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს, დონალდ ტუსკს და ეუთოს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხი და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG