Accessibility links

ავღანეთმა აშშ-ისგან „ბლეკ ჰოკის“ ტიპის პირველი შვეულმფრენები მიიღო


ავღანეთის სამხედრო საჰაერო ფლოტმა მიიღო ამერიკული წარმოების პირველი, UH-60 „ბლეკ ჰოკის“ ტიპის შვეულმფრენები, რომლებმაც უნდა შეცვალონ რუსული წარმოების მოძველებული MI-17-ის ტიპის შვეულმფრენები. „პირველი „ბლეკ ჰოკები“ უკვე ჩავიდა ყანდაარში, სამხრეთ ავღანეთში, განაცხადა ნატოს, მხარდამჭერმა მისიამ ავღანეთში. აშშ-იდან შვეულმფრენების მიღება უკავშირდება ფლოტის განახლების მცდელობას. გავრცელდა ცნობები, რომ აშშ გეგმავს ავღანეთში 159 შვეულმფრენის გაგზავნას. სამხედრო ფლოტის განახლება ავღანეთის ხელისუფლების ოთხწლიან გეგმის ნაწილია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG