Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მედია: მანაფორტს უთვალთვალებდნენ


პოლ მანაფორტი
პოლ მანაფორტი

აშშ-ის მედიის თანახმად, საგამოძიებო უწყებები, რომლებსაც ამისთვის სასამართლოს საიდუმლო უფლება ჰქონდათ მიღებული, არჩევნების წინ და შემდეგ უთვალთვალებდნენ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს. ამის თაობაზე სი-ენ-ენ-ი იტყობინება. მანაფორტი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა გამოძიებაში, რომელიც აშშ-ის შარშანდელ საპრეზიდენტო სარჩევნო კამპანიაში „რუსული კვალის“ არსებობას იკვლევს. სპეცსამსახურების ეჭვი ემყარება მანაფორტის საუბრების ჩანაწერებს რუსეთის სავარაუდო აგენტებთან და ამ აგენტებისა - ერთმანეთთან.

XS
SM
MD
LG