Accessibility links

სააკაშვილი კიევში ჩავიდა და აპირებს, სასამართლოს მიმართოს უკრაინის მოქალაქეობის დასაბრუნებლად


2017 წლის 19 სექტემბერი: მიხეილ სააკაშვილი კიევში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩავიდა და აცხადებს, რომ შეეცდება, დაიბრუნოს უკრაინის მოქალაქეობა. სააკაშვილმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას კვლავ გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლება, რომლისგანაც დღემდე არ მიუღია მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებული სათანადო დოკუმენტები. "ხელი მოაწერეს რაღაც ბრძანებულებას, რომელსაც დიდხანს არ მაძლევდნენ, გამოაქვეყნეს ჩემი რაღაც ანკეტა, მაგრამ არ გადმოუციათ არც ერთი მთავარი დოკუმენტი, რომლითაც შემიძლია სასამართლოში წავიდე. ანუ, მოქალაქის ბედს წყვეტენ მის ზურგს უკან, საიდუმლო პროცედურით და გადაწყვეტის შემდეგაც კი არ მაძლევენ არც ერთ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც მოქალაქეობა ჩამომართვეს - თუ საერთოდ არსებობს ასეთი დოკუმენტები! ეჭვი მაქვს, რომ ისინი საერთოდ არ არსებობს!" - განაცხადა სააკაშვილმა კიევში. ის 10 სექტემბერს გადავიდა პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე - პირველად ჩავიდა უკრაინაში მას შემდეგ, რაც ივლისის ბოლოს ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს. 12 სექტემბერს სააკაშვილმა ლვოვში განაცხადა, რომ უკრაინაში მისი მიზანია, ხელისუფლებაში მოვიდეს „ახალი ხალხი“, რომელიც „ქვეყანას შეცვლის“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG